საბაზრო ეკონომიკა
ვიკიპედიიდან
საბაზრო ეკონომიკა (ასევე თავისუფალი ეკონომიკა) — ბაზრის თვითრეგულაციის საწყისებზე ორგანიზებული ეკონომიკა, რომელშიც მოქმედებათა კოორდინაცია ხორციელდება ბაზრებზე თავისუფალ კერძო მეწარმეთა და თავისუფალ ინდივიდუალურ მომხმარებელთა ურთიერთქმედებით. მისი საპირისპირო სისტემაა გეგმიური ეკონომიკა.
საბაზრო ეკონომიკა ემყარება შემდეგ პრინციპებს: თავისუფალ მეწარმეობას, წარმოების საშუალებებზე საკუთრების მრავალფეროვნებას, საბაზრო ფასწარმოქმნას, ბაზრის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებს.