სენდვიჩი
ვიკიპედიიდან
სენდვიჩი (ინგლ. Sandwich) შედგება ორი ან მეტი პურის ან ფუნთუშის ნაჭრისგან და ერთი ან რამოდენიმე ფენა ხორცისა და სხვა სახის შიგთავსისგან.
ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის დიდ ქალაქებში სენდვიჩი კვების კულტურის ნაწილი გახდა. ლონდონში არსებობს რამოდენიმე მსხვილი კომპანია (EAT, Benjys, Pret-a-manger), რომელიც სენდვიჩებით ვაჭრობს.
[რედაქტირება] განსხვავება ბუტერბროდისგან
სენდვიჩის ფრანგულ ვარიანტს კროკი (Croque) ეწოდება. გერმანული ბუტერბროდი სენდვიჩისგან განსხვავდება იმით, რომ იგი ფასტფუდის საკვებს არ წარმოადგენს.
[რედაქტირება] ისტორია
ჯონ მონტეგიუ, სენდვიჩის მე–4 გრაფი (1718—1792), ლონდონელი მინისტრი და მოთამაშე, მისდაუნებურად ამ ახალი ტიპის საკვების გამომგონებლი შეიქმნა. ლეგენდის მიხედვით, 1762 წელს კრიბეჯის თამაშისას, რამოდენიმე საათს გრძელდებოდა, მან ვერ გამონახა დრო საკვების მისაღებად. ჯონ მონტეგიუმ სთხოვა მსახურს, მიეწოდებინა მისთვის საჭმელი ორი პურის ნაჭერს შორის. გრაფის მეგობრებს მოეწონათ კვების ასეთი მეთოდი, რომელიც ხელს არ შეუშლიდათ თამაშში და მათაც მოითხოვეს პური "სენდვიჩულად".