სიქსტუს II
ვიკიპედიიდან
სიქსტ II (ლათ. Xystus Secundus) (* ???, † 6 აგვისტო, 258, რომი, იტალია) - რომის პაპი 257 წლის 30 აგვისტოდან 258 წლის 6 აგვისტომდე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მის დროს დასრულდა მისი წინამორბედების მიერ დაწყებული დავა აფრიკისა და აღმოსავლეთის ეკლესიებთან ერეტიკოსთა ნათლობის შესახებ. სიქსტ II მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა იმპერატორ ვალერიანის დროს. 258 წლის 6 აგვისტოს კატაკომბა "Coemeterium Callistus"-ში ღვთისმსახურების დროს ის და 4 დიაკონი რომაელი ჯარისკაცების მიერ ჯვარცმულ იქნენ, რისთვისაც იგი წმინდანად იქნა შერაცხული.
სიქსტ II -ის სახე რაფაელმა უკვდავყო თავის ნახატში "სიქსტინის მადონა".