ტანგე კენძო
ვიკიპედიიდან
ტანგე კენძო ( იაპ. 丹下 健三) (* 4 სექტემბერი, 1913, იმაბარი ― † 22 მარტი, 2005, ტოკიო), იაპონელი არქიტექტორი. პრიცკერის პრემიის ლაურეატი.
არქიტექტურული განათლება მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტში, რომელიც 1938 დაამთავრა. ააგო ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალური ცენტრი (1949-1956), რომელშიც თავი იჩინა ტანგესთვის დამახასიათებელმა თვისებამ - შუა საუკუნეების იაპონური არქიტექტურის მემკვიდრეობის შემოქმედებითად გააზრებამ. 1950-1960-იან წლებში განიცადა ლე კორბუზიეს "ახალი კლასიციზმისა" და ბრუტალიზმის გავლენა. ნამუშევრები: საკრებულო დარბაზი (კურასიკი, 1960), "გიმნაზიუმი" (ტოკიო, 1963-1964). 1961 გამოაქვეყნა ტოკიოს რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა განაშენიანებულიყო ტოკიოს ყურეზე საგანგებოდ მოწყობილ კონსტრუქციებზე.
1979: ჯონსონი | 80: ბარაგანი | 81: სტირლინგი | 82: როში | 83: პეი | 84: მეიერი | 85: ჰოლაინი | 86: ბიომი | 87: ტანგე | 88: ბანშაფტი და ნიმეიერი | 89: გერი | 90: როსი | 91: ვენტური | 92: სიზა | 93: მაკი | 94: პორტზამპარკი | 95: ანდო | 96: მონეო | 97: ფენი | 98: პიანო | 99: ფოსტერი | 2000: კოოლჰაასი | 01: ჰერცოგი & დე მერონი | 02: მარკატი | 03: უტცონი | 04: ჰადიდი | 05: მეინი | 06: მენდეს და როშა |