ტიკამაცუ მონძაემონ
ვიკიპედიიდან
ტიკამაცუ მონძაემონ (ნამდვილი სახელი სუგიმორი ნობუმორი) (*1653 ― † 6 იანვარი, 1725), იაპონელი დრამატურგი. წერდა ძიორურის მარიონეტების თეატრისათვის და დრამებს კაბუკისათვის. მისი ისტორიული ("ძლევამოსილი კაგეკიო", 1686; "კოქსენგის ბრძოლები", 1715 და სხვ.) და ყოფითი ("მიჯნურთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე", 1703, ქართული თარგმანი 1976, დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 1981, რეჟისორი მ. კუჭუხიძე). დრამების მამოძრავებელი ძალაა მოვალეობის გრძნობა და ბედისწერა. იაპონიაში პირველმა შექმნა ფსიქოლოგიური დრამა. მისი ლექსცართული პიესები დღესაც წარმატებით იდგმება იაპონიაში.