უაიტჰოლის სასახლე
ვიკიპედიიდან
უაიტჰოლის სასახლე — ინგლისის მონარქთა მთავარი რეზიდენცია ლონდონში 1539 წლიდან 1698 წლამდე, როცა ხანძრის მიერ ყველა შენობა განადგურდა ინიგოუ ჯოუნზის 1622 წელს აგებული საბანკეტო სახლის გარდა. ხანძრამდე სასახლე, რომელსაც 1500 ოთახი ჰქონდა, ევროპაში უდიდესად ითვლებოდა და იმ დროისთვის ასევე მსოფლიოში უდიდესი ნაგებობა იყო. სასახლის სახელი - უაიტჰოლი - ჰქვია ბრიტანეთის მთავრობის ამჟამინდელ ადმინისტრაციულ ცენტრს.