უზბეკები
ვიკიპედიიდან
უზბეკები - ხალხი, უზბეკეთის ძირითადი მოსახლენი (14,145 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ავღანეთში (1,7 მლნ), ტაჯიკეთში (დაახლ. 1,2 მლნ), ყაზახეთში (332 ათ.) და ა.შ. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის პამირულ-ფერგანულ შტოს.
- სახელები: თვითწოდება - უზბეკ; ფრანგულად - Ouzbeks; რუსულად - Узбеки.
- საერთო რაოდენობა: 18,5 მლნ.
- ენა: უზბეკური.
- მორწმუნეები: სუნიტი მუსულმანები.