ყაზახეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | ყაზახური, რუსული | ||||
დედაქალაქი | ასტანა | ||||
პრეზიდენტი | ნურსულტან ნაზარბაევი | ||||
პრემიერ-მინისტრი | დანიალ ახმეტოვი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % ზღვა |
სიდიდით მე-9 2,717,300 კვ.კმ -- |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 57-ე 15,143,700 6/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 16 დეკემბერი 1991 |
||||
ვალუტა | ტენგე | ||||
დროის ზონა | დზკ +4 (ზდ +6) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | ყაზახეთის ჰიმნი | ||||
ინტერნეტის დომენი | .kz | ||||
სატელეფონო კოდი | 7 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Ķазаķстан; Qazaqstan Respublikasy.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2.717.000 კვ.კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშის და ზაისანის.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი (1990 წლიდან).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).
ოლქი | მოსახლ. | ფართ. | ცენტრი |
აკმეჩეთი | 519.8 | 226 000 | ყზილ-ორდა |
აკმოლა | 1006.8 | 92 000 | ასტანა |
აქტობე | 595.2 | 300 600 | აქტობე (აკტიუბინსკი) |
ალმატი | 2344.5 | 224 200 | ალმატი |
ატირაუ | 383.5 | 118 600 | ატირაუ (გურიევი) |
დას. ყაზახეთი | 538.4 | 151 300 | ორალი (ურალსკი) |
ყარაგანდი | 1230.3 | 428 000 | ყარაგანდა |
კოსტანაი | 1309.8 | 225 700 | კუსტანაი |
მანგიშთაუ | 276.2 | 156 600 | აქთაუ (შევჩენკო) |
სამხ. ყაზახეთი | 1723.1 | 117 300 | შიმკენტი |
პავლოდარი | 880.7 | 124 800 | პავლოდარი |
აღმ. ყაზახეთი | 1334.4 | 283 300 | ოსკემენი (უსტ-კამენოგორსკი) |
ჩრდ. ყაზახეთი | 1167.9 | 123 200 | პეტროპავლი (პეტროპავლოვსკი) |
თარაზი | 857.7 | 144 300 | თარაზი (ჟამბილი) |
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 16.763.000 (2003), მათ შორის 30% რუსი, 53% ყაზახი, 3,7% უკრაინელი, 2,5% უზბეკი, 2,4% გერმანელი.
- სახელმწიფო ენები - ყაზახური და რუსული.
- რელიგია - ისლამი და ქრისტიანობა.
- დედაქალაქი - ასტანა (288 ათასი, 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
- დიდი ქალაქები - ალმატი (1.046 ათასი), ყარაგანდა (405), შიმკენტი (335), თარაზი (306), პავლოდარი (300).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ყაზახეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობის - 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია - ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა - თენგე (KZT);
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა - ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კვ.კმ ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ს წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
[რედაქტირება] კულტურა
- არქიტექტურა: ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი.
- ლიტერატურა: ყაზახურ-უზბეკური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).
დსთ–ს ქვეყნები | |
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი |
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |