უზბეკეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | უზბეკური | ||||
დედაქალაქი | ტაშკენტი | ||||
პრეზიდენტი | ისლამ კარიმოვი | ||||
პრემიერ-მინისტრი | შავკატ მირზაევი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % წყალი |
სიდიდით 55-ე 447,400 კვ.კმ 5% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 41-ე 25,563,000 57/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 1 სექტემბერი 1991 |
||||
ვალუტა | სომი | ||||
დროის ზონა | დზკ +5 | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | უზბეკეთის ჰიმნი | ||||
ინტერნეტის დომენი | .uz | ||||
სატელეფონო კოდი | 998 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: უზბეკეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Ozbekiston Respublikasi.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, თურქმენეთი. ფართობი - 447.400 კვ.კმ. ტერიტორიის მხოლოდ 10%-ია სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი. მთავარი მდინარეებია სირ-დარია, ამუ-დარია და ზარაფშანი. აქ მდებარეობს არალის ზღვის სამხრეთი ნაწილი. უზბეკეთი არის ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდან (მეორე ლიხტენშტეინია), რომელსაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი არც უშუალოდ, არც მოსაზღვრე ქვეყნების მხრივ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი (1990 წლიდან).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (viloyat), 1 ავტონომიური რესპუბლიკა (respublika – ყარაყალპაყეთი) და 1 ქალაქი (shahar – ტაშკენტი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 25.981.000 (2003), მათ შორის 80% უზბეკი, 5,5% რუსი, 5% ტაჯიკი, 3% ყაზახი, 2,5% ყარაყალპაყი, 1,5% თათარი.
- სახელმწიფო ენა - უზბეკური. სხვა ენები - რუსული, ტაჯიკური.
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - ტაშკენტი (2.155 ათასი).
- დიდი ქალაქები - სამარყანდი (375), ანდიჯანი (354), ნამანგანი (432), კოკანდი (136), ბუხარა (272), ნუკუსი (262), კარში (226), ფერგანა (220).
[რედაქტირება] ეკონომიკა
უზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია და თუთია, ვოლფრამი, მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია გაზი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (UZS);
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.
[რედაქტირება] კულტურა
- არქიტექტურა: იჩან-ყალა, ბუხარის და შაჰრისიაბზის ისტორიული ცენტრები, სამარყანდი;
- ლიტერატურა: უზბეკურ-ყაზახური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).
დსთ–ს ქვეყნები | |
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი |