ფოთი
ვიკიპედიიდან
ფოთი, პორტი შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში.
ძვ.წ. V საუკუნეში აქ ბერძნული კოლონია ფაზისი მდებარეობდა. არგონავტების მითის თანახმად, მათი ხომალდი "არგო" თანამედროვე ფოთის მიდამოებს მოადგა. შუა საუკუნეებში იგი სამეგრელოს სამთავროს ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, ქალაქად გამოცხადდა 1578 წელს. ერთი პერიოდი ოსმალეთმა დაიკავა, 1828 წლიდან კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა. იგი ახლაც რჩება საქართველოს საზღვაო კარიბჭედ. იგი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია. აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, გემთმშენებლობის, გემთშემკეთებელი, კვებისმრეწველობის საწარმოები, ასევე განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (უმაღლესი სასწავლებელები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ფოთში არის ფოთი-ხობის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე | |
ფოთი | აბაშის რაიონი | ზუგდიდის რაიონი | მარტვილის რაიონი | მესტიის რაიონი | სენაკის რაიონი | ჩხოროწყუს რაიონი | წალენჯიხის რაიონი | ხობის რაიონი |