მარტვილის რაიონი
ვიკიპედიიდან
მარტვილის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში მარტვილის რაიონის სახელით, 1921-დან სენაკის მაზრაში. 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1936-90 წლებში გეგეჭკორის რაიონი ერქვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით - სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს რაიონები.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ოდიშის დაბლობზე (სამხრეთი ნაწილი) და ეგრისის ქედის მთისწინეთში (ცენტრალური ნაწილი) და მის სამხრეთ კალთებზე (ჩრდილოეთი ნაწილი). ტერიტორია - 881 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 300 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი, რომლებიც სათავეს იღებენ ეგრისის ქედზე. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო კირქვა, აგრეთვე მინერალური წყლები - ლებარდე, ჩეგოლა და სხვა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 56 ათასი კაცი (2004წ.); სიმჭიდროვე - 49 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 77 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 76 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქში - 1: მარტვილი;
- რაიონის გამგებლის წარმომადგენელი - : აბედათის, ბანძის, გაჭედილის, გურძემის , დიდი ჭყონის, დოშაყის, ვედიდკარის, თამაკონის, ინჩხურის, კიწიის, კურზუს, ლეხაინდრავოს, ნაგვაზავოს, ნახუნაოს, ნაჯახაოს, სალხინოს, სერგიეთის, ტალერის, ხუნწის;
- რაიონის გამგებლის წარმომადგენელი - 1: ონოღია.
[რედაქტირება] ეკონომიკა
ძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეხილეობა და მევენახეობა. მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს. არის ჩაის და ღვინის ქარხნები. რაიონის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 62 სახელმწიფო და 1 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა ("სხივი"), 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი, წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია, თამაკონის ციხე, აბედათის ციხე-დარბაზი, ნოღის ციხე.
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე | |
ფოთი | აბაშის რაიონი | ზუგდიდის რაიონი | მარტვილის რაიონი | მესტიის რაიონი | სენაკის რაიონი | ჩხოროწყუს რაიონი | წალენჯიხის რაიონი | ხობის რაიონი |