სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
ვიკიპედიიდან
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე |
|
---|---|
![]() |
|
ზოგადი ცნობები | |
რეგიონის კოდი: | GE-SZ |
ფართობი: | 7441 კმ² |
მოსახლეობა: | 466 ათასი (2002) |
ადმ. ერთეულები: | 1 ქალაქი, 7 რაიონი |
მთავარი ქალაქი: | ზუგდიდი |
სახ. რწმუნებული: | ზაზა გოროზია |
ფოტოგალერეა | |
![]() |
|
![]() |
მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SZ. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
- ქალაქი ფოთი;
- აბაშის რაიონი;
- ზუგდიდის რაიონი;
- მარტვილის რაიონი;
- მესტიის რაიონი;
- სენაკის რაიონი;
- ჩხოროწყუს რაიონი;
- წალენჯიხის რაიონი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს 7441 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 466 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 63 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი. მხარეში 500 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 8: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, წალენჯიხა, ჯვარი, ხობი;
- დაბა - 2: ჩხოროწყუ, მესტია;
- სოფელი - 490.
[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 3, რაიონის გამგეობა - 8, სოფლის საკრებულო - 138. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:
[რედაქტირება] ეკონომიკა
ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა (ფოთი, ხობი), ცენტრალურ და მაღალმთიან ზონებში (მესტია). ფოთი საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი ჭიშკარია, რომელზეც მოდის ქვეყნის სავაჭრო ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი წილი. რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფხაზეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ციხე–ქალაქი ნოქალაქევი
- სოფელი უშგული
- ცაიშის მონასტერი
[რედაქტირება] ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
- სამეგრელო
- სვანეთი
- ოდიშის სამთავრო
- სვანეთის სამთავრო
- აფხაზეთის სამთავრო
- იმერეთის სამეფო
- საქართველოს ისტორია
[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში
რედ. საქართველოს მხარეები |
აფხაზეთი • აჭარა • თბილისი • გურია • იმერეთი • კახეთი • მცხეთა-მთიანეთი • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი • სამეგრელო-ზემო სვანეთი • სამცხე-ჯავახეთი • ქვემო ქართლი • შიდა ქართლი |