ქვეწარმავლები
ვიკიპედიიდან
ქვეწარმავლები, რეპტილები (Reptilia), ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.
ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან ერთად განეკუთვნებიან უმაღლეს ხერხემლიანებს - ამნიონიანებს, რომელთა შორისაც ისინი უმდაბლეს ჯგუფს შეადგენენ.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |