ჩეინი, ერნსტ
ვიკიპედიიდან
ჩეინი, ერნსტ ბორის (* 19 ივნისი, 1906, ბერლინი ― † 12 აგვისტო, 1979), გერმანელი წარმოშობის ინგლისელი ბიოქიმიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1949). ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი (1961-იდან). მისი ძირითადი შრომები ეხება მიკრობულ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, ინსულინის მოქმედების მექანიზმს, მიკრობიოლოგიური წარმოების ტექნოლოგიას, ლიზერგინმჟავას წარმოქმნას, სოკოვან მეტაბოლიტებს. 1939 ჩეინის ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაოები პენიცილინის გამოყოფასა და გაწმენდაზე, რის შედეგადაც მიიღეს მისი მარილის კრისტალები. დაადგინა პენიცილინის ქიმიური აგებულება. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1976). ნობელის პრემია (1945, ა. ფლემინგთან და ჰ. ფლორისთან ერთად).