ფლემინგი, ალექსანდერ
ვიკიპედიიდან
ალექსანდერ ფლემინგი (* 6 აგვისტო, 1881, ლოკფილდი ― † 11 მარტი, 1955, ლონდონი), შოტლანდიელი მიკრობიოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოებისა (1943) და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის (1946) წევრი. 1848-1855 ლონდონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის პროფესორი. 1951-1954 ედინბერგის უნივერსიტეტის რექტორი. ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება იმუნოლოგიის, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ქიმიოთერაპიის საკითხებს, ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური ნივთიერებების შესწავლას. აღმოაჩინა ლიზოციმი (1922) და პენიცილინი (1929). ნობელის პრემია (1945, ჰ. ფლორისთან და ე. ჩეინთან ერთად).