ხლოდვიგ II
ვიკიპედიიდან
ხლოდვიგ II (გერმ.: Chlodwig II; ფრანგ.: Clovis II) (* 634, † 11 სექტემბერსა და 16 ნოემბერს შორის, 657) - მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენელი. 639-657 წლებში ნოისტრიისა და ბურგუნდიის მეფე.
მისი მეფობის დროს სახელმწიფოს მაჟორდომები ეგა და ერხინოალდი (იგივე არშამბო) და ხლოდვიგის დედა ნანტეხილდი მართავდნენ. 650 წელს მან იქორწინა ინგლისური არისტოკრატული წარმოშობის მონაზე ბათილდეზე, რომელთანაც მას სამი ვაჟი შეეძინა.
- ხლოთარ III
- ხილდერიხ II
- თოიდერიხ III