ჰონგ-კონგი
ვიკიპედიიდან
ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ტრად. ჩინ.: 中華人民共和國香港特別行政區; გამარტ. ჩინ.: 中华人民共和国香港特别行政区) მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ჰონგ-კონგი (香港) მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პოლიტიკური შეთანხმებით და მას შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგ. ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების უფლებას და საიმიგრაციო კანონებს. მას საკუთარი საგზაო წესებიც კი აქვს - ტრანსპორტის მოძრაობა ბრიტანულ ყაიდაზე კვლავაც მარცხენა მხარესაა. ეროვნული თავდაცვისა და დიმპლომატიური ურთიერთობების უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვს პეკინის ცენტრალურ მთავრობას.
მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონგ-კონგი ისევ ძალაში რჩება (კანტონური ვარიანტი), ხიანგანგის ნაცვლად (მანდარინის ექვივალენტი).
სექციების სია |