Excel
ვიკიპედიიდან
Microsoft Office Excel - ეს არის კომპიუტერული პროგრამა - ელექტრონული ცხრილი და გაკუთვნილია კომპიუტერებისთვის, რომლებსაც მართავს Windows ან Apple Macintosh ოპერატიული სისტემები. მისი ავტორია მაიკროსოფტი, რომელსაც ცდა არ დაუკლია მისი პოპულარიზაციისთვის. დღეისთვის Excel-ი არის გაბატონებული პროგრამა თავისი კლასის სხვა პროდუქტებს შორის, რასაც განაპირობებს არა იმდენად მაიკროსოფტის სარეკლამო კამპანია, რამდენადაც თავად Excel-ის თვისებები - მძლავრი და მოქნილი გამოთვლითი და გრაფიკული შესაძლებლობანი და ყველასთვის ცნობილი გარეგნული სახე.
Excel-ის უახლოესი წინაპარია პროგრამა Multiplan. როდესაც ბაზარზე შემოიჭრა Lotus 1-2-3-ი და საკმაოდ შეავიწროვა Multiplan, მაიკროსოფტმა გამოუშვა Excel-ის DOS-ვარიანტი (1985 წ.), ხოლო 1987 წელს გამოვიდა მისი Windows-ვარიანტი. ეს იყო ე.წ. Killer-Application, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა Windows-ის ლიდერობა არა მარტო ელექტრონული ცხრილების ბაზარზე, არამედ საერთოდ ოპერატიულ სისტემებს შორისაც.
1993 წლიდან Excel-ი ჩართულია Microsoft Office-ის პაკეტში და ვრცელდება მასთან ერთად. Excel-ის უახლესი ვერსია (მე-12) შედის Office 2007-ის შემადგენლობაში.