აბრეშუმა აკაცია
ვიკიპედიიდან
აბრეშუმა აკაცია ლენქორანული ალბიცია (Albizzia julibrissin), ხე მიმოზისებრთა ოჯახისა. სიმაღლე - 15 მ. ფოთოლმცვივანია, უეკლო. აქვს ქოლგისებრი ვარჯი, მომწვანო გლუვი ქერქი, 24 სმ-მდე სიგრძის ორმაგ-კენტფრთართული ფოთლები, მოგრძო ასიმეტრიული ფოთოლაკები, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები ვარდისფერი მტვრიანებით. ყვავილედი რთულ საგველად ან ნახევარქოლგად სეკრებილი თავთავი ან თავაკია. ყვავილობს მაის.ივლისში. ნაყოფი ბრტყელი პარკია, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. აბრეშუმა აკაციაიზრდება აზერბაიჯანში (თალიში) და ირანში (კასპის ზღვის სანაპირო რაიონები), მთის ქვედა სარტყელში. როგორც დეკორატიული მცენარე მოშენებულია დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში, შუა აზიაში, ყირიმში, კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში.