არქეოპტერიქსი
ვიკიპედიიდან
არქეოპტერიქსი (ბერძნ. archaios (არქეო...) - ძველი და pteryx - ფრთა) (Archaepteryx lithographica), უძველესი პრიმიტიული ნამარხი ფრინველი. ქალასა და ტვინის აგებულება არქეოპტერიქსს აახლოებს ქვეწარმავლებთან, რომელთაც იგი სხვა თავისებურებითაც (კბილოვანი ყბები, ბრჭყალიანი სამი თითი ფრთებადქცეულ წინა კიდურებზე, გრძელი კუდი, არაპნევმატური ძვლები და სხვა) ემსგავსება, მაგრამ სხეულის საერთო აგებულებით, შებუმბვლითა და ზოგი სხვა ნიშნით იგი უფრო ფრინველებს ეკუთვნის. არქეოპტერიქსს გარდამავალი ადგილი უჭირავს ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. მისმა აღმოჩენამ დაამტკიცა ფრინველების ქვეწარმავლებისაგან წარმოშობა.
არქეოპტერიქსი პირველად იპოვეს 1860 ბავარიაში, ზოლინჰოფენის ზედა იურულ ლითოგრაფიულ ფიქლებში. სულ აღმოჩენილია სამი ჩონჩხი და ბუმბულის ანაბეჭდი.