ბელგრადი
ვიკიპედიიდან
![]() |
|
მდებარეობა | |
ქვეყანა | სერბეთი |
რეგიონი | დედაქალაქი |
ზოგადი ინფორმაცია | |
ფართობი | 359,96 კმ² |
მოსახლეობა (2006 ცენზით) | |
საერთო | 1.281.801 |
სიმჭიდროვე | 488,42 ად./კმ² |
სიმბოლოები | |
დროშა |
|
ქალაქის მერია | |
ქალაქის მერი | ნენად ბოგდანოვიჩი |
ოფიციალური ვებგვერდი: http://www.beograd.org.yu/ |
ბელგრადი (სერბ.'' Beograd, Београд) - სერბეთის დედაქალაქი (2003-დღემდე). ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში, დაფუძნდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში კელტების მიერ, სანამ რომაელთა დასახლება (Singidunum) გახდებოდა. ამჟამინდელი სახელწოდება პირველად ნახსენებია 878 წლის წყაროში. ბელგრადი სერბეთის დედაქალაქი 1404 წლიდან, ხოლო იუგოსლავიისა კი 1918 – 2003 წლებში იყო.
ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია. მას დაახლოებით ქვეყნის 3,6% უჭირავს და მასში სერბიის მოსახლეობის 15,8% ცხოვრობს (23% კოსოვოს გამოკლებით). ასევე, ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 31,2% ბელგრადში მუშაობს. ბელგრადი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრია. მასშია თავმოყრილი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუტთა უდიდესი კონცენტრაცია.
ბელგრადს ცალკე ტერიტორიული სტატუსი აქვს სერბიის სამხარეო სისტემაში და ჰყავს ავტონომიური საქალაქო მმართველობა. მისი ტერიტორია დაყოფილია 17 მუნიციპალიტეტად, რომელთაც ასევე საკუთარი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჰყავთ. ბელგრადი ყოფილი იუგოსლავიის უდიდესი ქალაქი იყო და მოსახლეობის სიდიდით მეოთხეა ბალკანეთში სტამბოლის, ათენისა და ბუქარესტის შემდეგ.
ქალაქი მდებარეობს მდ. სავასა და დუნაის შესაყართან ჩრდილო-ცენტრალურ სერბიაში, 44.83° N 20.50° E გადაკვეთაზე. ბელგრადის რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 1.711.800 ადამიანს (2004).
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] გეოგრაფია
[რედაქტირება] კლიმატი
[რედაქტირება] ტურიზმი
[რედაქტირება] ტრანსპორტი
[რედაქტირება] არქიტექტურა
[რედაქტირება] მუზეუმები
[რედაქტირება] განათლება
[რედაქტირება] გართობა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
თარგი:სერბეთი