ბოლნისის რაიონი
ვიკიპედიიდან
ბოლნისის რაიონი არის ადმინისტრაციული რაიონი ქვემო ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - თბილისის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია (1943 წლამდე ლუქსემბურგის რაიონი ერქვა), 1963-66 წლებში აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბოლნისი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე. ტერიტორია - 804 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 390 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ხრამი და მაშავერა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, ტუფი. მადნეულის პოლიმეტალების საბადო.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 74 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 92 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 48 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 45 სოფელი. დიდი სოფლებია: ტალავერი 6,9 ათასი მოსახლე, ქვემო ბოლნისი - 6,7 ათასი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო - გამგეობა (გამგებელი გიორგი არევაძე). რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: ბოლნისი;
- დაბის საკრებულო - 2: თამარისი, კაზრეთი;
- თემის საკრებულო - 9: აკაურთის თემი, ბოლნისის თემი, დარბაზის თემი, მამხუტის თემი, ნახიდურის თემი, რატევნის თემი, რაჭისუბნის თემი, ტალავერის თემი, ქვეშის თემი.
- სოფლის საკრებულო -2: ტანძია, ქვემო ბოლნისი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ღვინის ქარხანა. რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილისი-ერევნის მაგისტრალი.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 57 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 33 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახალხო) და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის). ბოლნისიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია MW.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
ბოლნისის სიონი, აკაურთის ეკლესია, ქვემო ბოლნისის ბაზილიკა, აკვანება, წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე, ქოლაგირის ციხე.
ქვემო ქართლის მხარე | |
რუსთავი | ბოლნისის რაიონი | გარდაბნის რაიონი | დმანისის რაიონი | თეთრი წყაროს რაიონი | მარნეულის რაიონი | წალკის რაიონი |