გორბაჩოვი, მიხეილ
ვიკიპედიიდან
მიხეილ გორბაჩოვი (რუს.: Михаи́л Серге́евич Горбачёв) (*2 მარტი, 1931) — საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985 - 1991 წლებში. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა ცივი ომი, თუმცა ამასთან დასრულდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და დაიშალა თავად საბჭოთა კავშირი. 1990 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.