გრანატები
ვიკიპედიიდან
გრანატი, (ლათ. granatus - მარცვლოვანი) ძვირფასი ქვა, რომელიც მიეკუთვნება კრისტალირებად ნეზოსილიკატების ჯგუფის მინერალებს. კლდეს, რომელიც მხოლოდ გრანატებისგან შედგება გრანატიტს უწოდებენ.
[რედაქტირება] თვისებები
გრანატი შედგება მეტალურ კათიონებთან დაკავშირებული სამი სილიკატური შენაერთისგან:
სადაც X და Y არის 2 და 3 დადებითი მუხტის იონები. სტუქტურა შედგება საერთო წვერის მქონე ოქტაედრებისა და ტეტრაედრებისაგან.
კალციუმის არსებობა-არარსებობის მიხედვით განასხვავებენ გრანატების ორ ჯგუფს:
- კალციუმის შემცველი გრანატები ანუ უგრანდიტები (OUvarovite GRossulaire ANDradite);
- ალუმინის შემცველი გრანატები, ანუ პირალსპიტები (PYRope ALmandin SPessartite).
სერია | უგრანდიტი | პირალსპიტი | |||
Y= | X= | Ca2+ | Fe2+ | Mg2+ | Mn2+ |
Al3+ | ალუმინის შემცველი გრანატები | გროსულარი | ალმანდინი | პიროპი | სპესარტიტი |
Fe3+ | რკინის შემცველი გრანატები | ანდრადიტი | - | - | კალდერიტი |
Cr3+ | ქრომის შემცველი გრანატები | უვაროვიტი | - | ჰანლეიტი | - |
გრანატებს გეოლოგები სწავლობენ, როგორც გაოთერმობარომეტრებს. ისინი საშუალებას იძლევა განისაზღვროს კლდის ფორმაციის ტემპერატურა და წნევა. გეოლოგები ამ თვისებას იყენებნ რათა განსაზღვრონ არის თუ არა კლდეში ბრილიანტები ან ნავთობი.
[რედაქტირება] ყველაზე მნიშვნელოვანი გრანატები
გრანატების ოჯახის მინერალები სხვადასხვა ფერისაა:
- პიროპი: წითელი, ყავისფერში გარდამავალი.
- როდოლიტი: ვარდისფერი, იისფერში გარდამავალი.
- ალმანდინი: აგურისფერი წითელი, ზოგჯერ იისფერში გარდამავალი.
- სპესარტიტი: ნარინჯისფერი, ყავისფერ-წითელში გარდამავალი.
- ჰესონიტი: მუქი ნარინჯისფერი.
- ცავორიტი: მუქი მწვანე.
- დემანტოიდი: ზურმუხტისფერი, გრანატებს შორის ყველაზე ძვირფასი.