ერწო-თიანეთი
ვიკიპედიიდან
ერწო-თიანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს მდინარე ივრის ზეგანის ზედა ნაწილს. ისტორიულად წარმოადგენდა ორ ცალკეულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. მათი ერთობლივი ისტორიული განვითარებისა და სიახლოვის გამო ისინი უძველესი დროიდანვე ერთად მოიხსენებიან.
ერწო-თიანეთი ადმინისტრაციულად ქართლის სამეფოს კახეთის საერისთავოში შედიოდა. მოგვიანებით იგი საცილობელი გამხდარა კახეთის მეფეებსა და არაგვის ერისთავებს შორის. ფშავ-ხევსურთა ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ამ რეგიონთანაა დაკავშირებული, ამიტომაცაა იგი მთიელი ქართველებით დასახლებული. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ერწო-თიანეთი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის რაიონში.