თელავის რაიონი
ვიკიპედიიდან
თელავის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი კახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921-დან თელავის მაზრაში. 1929-დან კახეთის ოლქის თელავის მაზრაში, 1930-დან გამოიყო დამოუკიდებელ რაიონად.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე, ალაზნის ველსა და გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ტერიტორია - 1095 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 370 კვ.კმ. რაიონის მთავარი მდინარეებია ალაზანი და მისი მარცხენა შენაკადები - სტორი და ლოპოტა. მარჯვენა შენაკადები პერიოდული მდინარეებია - თურდო, კისისხევი, ვანთისხევი, აკურისხევი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 71 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 84 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 31 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 30 სოფელი. დიდი სოფელია ყარაჯალა (8 ათასი).
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: თელავი;
- თემის საკრებულო - 8: აკურის, თეთრი წყლების, კისისხევის, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის, ქვემო ხოდაშნის;
- სოფლის საკრებულო - 9: არათანა, გულგულა, ვარდისუბანი, იყალთო, კონდოლი, კურდღელაური, ყარაჯალა, შალაური, წინანდალი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია მევენახეობა, განვითარებულია აგრეთვე მებაღეობა, მარცვლეულის წარმოება, მებოსტნეობა, ეთერზეთოვანი კულტურების, ხორცისა და რძის წარმოება. მნიშვნელოვანი საწარმოებია ღვინის ქარხნები, კვების და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო მაგისტრალი. თელავი საჰაერო გზით დაკავშირებულია თუშეთთან.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 34 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 7 საშუალო პროფესიული და 2 უმაღლესი სასწავლებელი (იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თელავის ფილიალი), 33 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი (ვაჟა-ფშაველას სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრი) და 2 მუზეუმი (ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი).
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ხუროთმოძღვრების ძეგლები: აკურის მონასტერი, ვანთის სასახლის კომლექსი, ძველი შუამთის მონასტერი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, ახალი შუამთის მონასტერი.
კახეთის მხარე | |
ახმეტის რაიონი | გურჯაანის რაიონი | დედოფლისწყაროს რაიონი | თელავის რაიონი | ლაგოდეხის რაიონი | საგარეჯოს რაიონი | სიღნაღის რაიონი | ყვარლის რაიონი |