ლაგოდეხის რაიონი
ვიკიპედიიდან
ლაგოდეხის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი კახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში, 1921-დან სიღნაღის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და ალაზნის ვაკეზე. ტერიტორია - 890 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 390 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება ალაზანი და მისი შენაკადები:აფენისხევი, ბაისუბანი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, ნინოსხევი, შრომისხევი. ლაგოდეხის რაიონშია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და სახელმწიფო სატყეო მეურნეობა, სადაც შექმნილია სამონადირეო მეურნეობები.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 51 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 57 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 64 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 63 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: ლაგოდეხი;
- დაბის საკრებულო - 14: არეშფერანის, აფენის, ბაისუბნის, გიორგეთის, ვარდისუბნის, კაბალის, კართუბნის, ლელიანის, მაწიმის, ნინიგორის, ულიანოვკის, ფონის, შრომის, ცოდნისკარის;
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეთამბაქოეობა, მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. რაიონში არის თამბაქოს საფერმენტაციო, ღვინის, ყველ-კარაქის ქარხნები, სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ლაგოდეხი-ზაქათალის მიმართულებით, სადაც მდებარეობს ლაგოდეხის საბაჟო.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 42 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 22 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: ლელიანის, ფონის, არეშფერანის, ხოშატის ეკლესიები.
კახეთის მხარე | |
ახმეტის რაიონი | გურჯაანის რაიონი | დედოფლისწყაროს რაიონი | თელავის რაიონი | ლაგოდეხის რაიონი | საგარეჯოს რაიონი | სიღნაღის რაიონი | ყვარლის რაიონი |