იგუანოდონი
ვიკიპედიიდან
იგუანოდონი (Iguanodon), ფრინველმენჯა დინოზავრების გვარი იგუანოდონისებრთა (Iguanodontidae) ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 10 აღწევდა. დადიოდნენ ორ ფეხზე, ჰქონდათ შედარებით მოკლე კისერი, გრძელი და გვერდებიდან შებრტყელებული მძლავრი კუდი, საკმაოდ წაგრძელებული თავის ქალა, უკანა კიდურებზე ბევრად მოკლე ხუთთითიანი წინა კიდურები. ცერი ბოლოვდებოდა მსხვილი და წაწვეტებული ფალანგით, რომელიც ალბათ თავდაცვის საკმაოდ ეფექტური აირაღი იყო. უკანა კიდურის პირველი თითი ძლიერ რედუცირებული იყო, მეხუთე კი - საერთოდ აღარჰქონდათ. იკვებებოდნენ მცენარეებით. იგუანოდონი გავრცელებული ყოფილა იურული პერიოდის მიწურულსა და ცარცულის დასაწყისში. მისი ნაფეხურები გვხვდება ადრინდელ ცარცული პერიოდის ე.წ.ველდურ ნალექებში.