ლაგოდეხი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, ლაგოდეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 6,9 ათასი (2002 წ.). წყაროებში ცნობილია ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში, როცა ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხე - სიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია