მაქსიმე I
ვიკიპედიიდან
მაქსიმე I (გვარად მაჭუტაძე) ( ― † 1657), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1639-1657 წლებში. ადრე იყო შემოქმედის ეპისკოპოსი (შემოქმედელი). იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ამ საქმეში დასახმარებლად 1634 წელს ქ. გორიდან გურიაში მიიწვია იტალიელი კათოლიკე მისიონერები. მაქსიმე I-მა ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, აღადგენინა გაუქმებული ხობის მონასტერი, მოაწესრიგა ოდიშში თავად-აზნაურთა საწესო-საკათოლიკოსო გადასახადების აკრეფის საქმე. 1640 წელს მასპინძლობდა ელჩინისა და ზახაროვის ელჩობას ლევან II დადიანთან, აგრეთვე ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობას იმერეთის მეფესთან 1650-1652 წლებში. მაქსიმე I-მა სამჯერ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც დიდი შეწირულება გაიღო ქართული მონასტრებისათვის.