მელქისედეკ III
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "მელქისედეკ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: მელქისედეკ |
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე)(* 1872 ― † 10 იანვარი, 1960, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში. 1900 დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია.მასწავლებლობდა ქუთაისში (1900-1907), სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის (1904-1909), ქ. კამენეცკ-პოდოლსკის (1909-1915) სასულიერო სემინრიებში. იყო მღვდელ-ზედამხედველი ტივროვის (1909-1915) და გორის (1917-1920) სასულიერო სასწავლებლებში. 1922-1924 - თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელი, 1924-1925 ანჩისხატის, 1925-1927 - ალავერდის ეპისკოპოსი, 1927-1928 - ცხრუმის (სოხუმის) მთავარეპისკოპოსი. 1928-1935 თბილისში, ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი. 1935-1938 - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 1944-1952 თბილისის დიღმის ეკლესიის წინამძღვარი. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.