მტკვრის წვერა
ვიკიპედიიდან
?მტკვრის წვერა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() (Barbus lacerta (cyri))
|
||||||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
|
||||||||||||
(Barbus lacerta cyri) (De Filippi,1865) |
||||||||||||
|
||||||||||||
|
მტკვრის წვერა(ლათ. Barbus lacerta cyri) მდინარე მტკვრის ენდემური სახეობაა, რომლიც წვერას გვარის სხვა სახეობების კვალობაზე თითქმის ბრტყელი ზურგით გამოირჩევა. სხეული დაწინწკლული აქვს. ფარფლის შეფერილობა განსხვავებულია - ზურგის და უკანა ფარფლი რუხია, ქვედებს კი წითელი ფერი დაკრავთ. სხეულის მაქსიმალური ზომა 38 სანტიმეტრია, წონა — 300 გრამი.
[რედაქტირება] გავრცელება
მტკვრის წვერა ძირითადად საქართველოში, აზერაბაიჯანში, სომხეთსა და ირანში გვეხდება . გავრცელების ძირითადი კერები კასპიის ზღვის აუზის დასავლეთის მდინარეები და მათი შენაკადებია — მტკვარი, არაქსი და ლენკორანკა. სახეობის გარკვეული ნაწილი ტბებში ბინადრობს.
საქართველოში მტკვრის წვერა ძირითადად მდინარე მტკვარსა და მისი მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში არის გავრცელებული.