ჭანარი
ვიკიპედიიდან
?ჭანარი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Barbus capito
|
||||||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
|
||||||||||||
Barbus capito (Güldenstädt,1772) |
||||||||||||
|
||||||||||||
|
ჭანარი (ლათ. Barbus capito) წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელია, რომელსაც სარეწაო დანიშნულება გააჩნია. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანარების უმეტესობა დიადრომია. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სანტიმეტრს აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კილოგრამს.
ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა[1].
[რედაქტირება] გავრცელება
ჭანარი კასპიის ზღვასა და მასში ჩამდინარე სამხრეთ და დასავლეთ მდინარეების აუზებშია გავრცელებული. ძირითადად ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე. ცალკეული წყაროების მონაცემებით ჭანარი ჩრდილო ესპანეთშიც გვხვდება, თუმცა ტაქსონონიური სისტემის სინქრონიზაციაში ხარვეზების გამო, ეს მონაცემები ბოლომდე სარწმუნოდ ვერ ჩითვლება.
საქართველოში ჭანარი მდინარე მტკვარსა და ალაზანში, ასევე მათ ცალკეულ შენაკადებში ბინადრობს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ↑ ”ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ 1999-2000 წწ. ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. გვ. 87[1]