მურწა
ვიკიპედიიდან
?მურწა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Barbus mursa
|
||||||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
|
||||||||||||
Barbus mursa (Güldenstädt,1773) |
||||||||||||
|
||||||||||||
|
მურწა, (ლათ. Barbus mursa), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ბინადრობს მტკნარ წყალში. გამოირჩევა სხეულის წაგრძელებული ფორმით, რომელიც სიგრძეში 40 სანტიმეტრს აღწევს. აღსანიშნავია თევზის მსხვილი ტუჩები, რომელთაგან ქვედა სამ შრედ არის დაყოფილი. ქერცლი მეტად წვრლიმარცვლოვანია და ვერცხლისფერი ფერი დაკრავს; კოპლების გარეშე.
[რედაქტირება] გავრცელება
მურწა ძირითადად კასპიის ზღვის და ნამაკის ტბის აუზის მდინარეებში გავრცელებულია - მტკვარში, არაქსი და სეფიდრუდში. თევზის გავრცელების გეოგრაფია შემდეგი ქვეყნებით განისაზღვრება - საქართველო, სასომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი. ზოგიერთი წყაროს მონაცემით მურწა ასევე გვხვდება ზამბიაში, ანგოლასა და აშშ-ს შტატ ჯორჯიაში. მურწა საქართველოში ენდემურ სახეობად ითვლება.