ორუელი, ჯორჯ
ვიკიპედიიდან
ჯორჯ ორუელი (* 25 ივნისი, 1903, მოტიჰარი, ინდოეთი; † 21 იანვარი, 1950, ლონდონი), ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ არტურ ბლერი (Eric Arthur Blair), ინგლისელი მწერალი და ესეისტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ორუელი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში. 1904 წლიდან იგი ცხოვრობს ინგლისში. 1917-1921 წლებში ორუელი სწავლობს იტონის კოლეჯში. 1922 წლიდან იგი მსახურობს ბრიტანეთის პოლიციაში ბირმაში. ამ პერიოდმა ასახვა ჰპოვა 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში "დღეები ბირმაში". 1927 წელს ორუელი თავს ანებებს პოლიციაში სამსახურს პროტესტის ნიშნად და ბრუნდება ინგლისში, სადაც იგი რჩება 1936 წლამდე. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებს თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იგი იბრძვის ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის (POUM / Partido Obrero de Unificación Marxista) მხარეზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი მუშაობს "ობზერვერის" კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელი აქვეყნებს იგავს "ცხოველთა ფერმა", რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს ქვეყნდება ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი "1984".
ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
[რედაქტირება] თხზულებანი
- 1933 Down and Out in Paris and London
- 1934 Burmese Days
- 1935 A Clergyman's Daughter
- 1936 Keep the Aspidistra Flying
- 1937 The Road to Wigan Pier
- 1938 Homage to Catalonia
- 1939 Coming Up for Air
- 1945 Animal Farm (ცხოველთა ფერმა)
- 1948 Nineteen Eighty-Four (1984)