Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Web Analytics
Cookie Policy Terms and Conditions პლათი, სილვია - ვიკიპედია

პლათი, სილვია

ვიკიპედიიდან

სილვია პლათი

დაიბადა: 27 ოქტომბერი, 1932
ბოსტონი, მასაჩუსეტსი
გარდ.: 11 თებერვალი, 1963
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა: მწერალი, პოეტი
ეროვნება: ამერიკელი
ჟანრი: პოეზია, ნოველა, რომანი

სილვია პლათი, (27 ოქტომბერი, 1932, ბოსტონი - 11 თებერვალი, 1963, ლონდონი), ამერიკელი პოეტი და მწერალი. მისი შემოქმედება ძირითადად ლექსებს მოიცავს, თუმცა მასში შედის ასევე ერთი რომანი, ნოველები, საბავშვო წიგნები და ესსეები. პლათი უმეტესწილად ცნობილია როგორც პოეტი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი რომანი უბედურების ზარი, რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და დეტალურად ასახავს ავტორის დეპრესიულ პერიოდს.

1963 წელს თვითმკვლელობის შემდეგ სილვია პლათი ანგლო-საქსონურ ქვეყნებში სიმბოლურ ფიგურად, კერპად იქცა. მასში ფემინისტები ხედავდნენ იმ სამყაროს მიერ გათელილ ქალურ გენიას, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სილვია პლათი დაიბადა 1931 წელს აშშ-ში, ბოსტონის გარეუბანში გერმანელი ემიგრანტი მამისა და ავსტრალიელი დედის ოჯახში. წერა ბავშვობიდანვე დაიწყო და თავისი პირველი ლექსი რვა წლის ასაკში გამოაქვეყნა. ამავე წელს მამა გარდაეცვალა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ შემოქმედებაზე, მითიური მამის თემა ხშირად იჩენს თავს პლათის პოეზიაში. .

1950 წელს სილვია პლათი ქალებისთვის განკუთვნილ ამერიკულ უნივერსიტეტში, Smith College-ში იწყებს სწავლას. ამ პერიოდში მას უკვე დაწყებული აქვს მანიაკალურ-დეპრესიული შეტევები, რაც თვითმკვლელობის პირველი მცდელობის საფუძველი ხდება. მოგვიანებით, 1963 წელს თავის ავტობიოგრაფიულ რომანში უბედურების ზარი იგი აღწერს 1953 წლის დეპრესიის პერიოდს. მიუხედავად ამისა, პლათი წარმატებით ამთავრებს ინსტიტუტს და 1955 წელს იღებს დიპლომს.

1956 წელს სილვია პლათი იღებს სტიპენდიას კემბრიჯის უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც იგი გაიცნობს ახალგაზრდა ინგლისელ პოეტს, ტედ ჰიუზს. ისინი რამდენიმე თვეში დაქორწინდებიან და ლონდონში ცხოვრობენ. ამ დროს სილვია მეუღლის ლექსების ბეჭდვითა და საოჯახო საქმეებით უფროა დაკავებული ვიდრე საკუთარი შემოქმედებით.

1957 - 1959 წლებში ცოლ-ქმარი აშშ-ში ცხოვრობენ, სადაც სილვია იძულებულია დროებით იმუშაოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამავე დროს მასწავლებლის ადგილს მიიღებს თავის ყოფილ უნივერსიტეტში, Smith College-ში. პარალელურად ესწრება ამერიკელი პოეტის, რობერტ ლოუელის ლექციებს, სადაც გაიცნობს ან სექსტონს. 1959 წელს სილვია ორსულადაა და წყვილი ლონდონში ბრუნდება. 1960 წელს მათი პირველი შვილი, ფრიდა იბადება, ორი წლის შემდეგ კი მეორე შვილი - ნიკოლა.

მალე სილვია და ტედი ლონდონიდან საცხოვრებლად ინგლისის ერთ-ერთ სოფელში, დევონის საგრაფოში გადადიან. 1960 წელს სილვია პლათის პირველი კრებული გამოდის სახელწოდებით The Colossus. 1962 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება, რისი მიზეზიც ერთის მხრივ სილვიას ფსიქიატრიული შეტევებია, მეორეს მხრივ კი ტედის სასიყვარულო კავშირი ერთ-ერთი მეგობარი პოეტის ცოლთან. სიბრაზისა და დეპრესიის ეს პერიოდი პლათის შემოქმედებაში ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა.

1962 წელს სილვია ორ შვილთან ერთად ისევ ლონდონში ბრუნდება, თუმცა ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდება. 1963 წლის 11 თებერვალს საკუთარ სამზარეულოში გაზით იწამლავს თავს.

[რედაქტირება] შემოქმედება

სილვია პლათი პირველი პოეტი იყო, რომელმაც 1982 წელს გარდაცვალების შემდეგ მიიღო პულიცერის პრემია. 1998 წელს გამოდის ტედ ჰიუზის უკანასკნელი პოეტური კრებული Birthday Letters, რომელიც ეძღვნება სილვია პლათს და ავტორი ერთგვარად ცდილობს ახსნას ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობა. ეს არის XX საუკუნის ყველაზე მეტად გაყიდვადი წიგნი, რომლის ილუსტრაცია ეკუთვნის ტედისა და სილვიას ქალიშვილს, ფრიდას.

სილვიას პირველი კრებული The Colossus კრიტიკამ დადებითად მიიღო, თუმცა ხშირად აღნიშნავენ, რომ იგი ზედმეტად კონვენციურია და აკლია პოეტის შემდგომი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი სიმძაფრე.

მომდევნო კრებული, არიელი წინა ნაწარმოებებისგან რადიკალურად განსხვავდება. ამ კრებულით პლათი უკვე შედის კონფესიონალიზმის სახელით ცნობილ მიმდინარეობაში. არიელში შემავალი ტექსტები, განსაკუთრებით ავტობიოგრაფიული ლექსები, ხასიათდება დიდი სიმძაფრით და ღიად აღწერს ავტორის ფსიქიურ გაუწონასწორებლობას.

[რედაქტირება] პოეზია

[რედაქტირება] პროზა

[რედაქტირება] საბავშვო ლიტერატურა

[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu