Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Web Analytics
Cookie Policy Terms and Conditions პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი) - ვიკიპედია

პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი)

ვიკიპედიიდან

პუბლიუს დეციუს მუსი - (ლათ. Publius Decius Mus) კვინტუსის ძე. რომის კონსული ძვ. წ. 340 წელს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

პუბლიუს დეციუს მუსის შესახებ სამწუხაროდ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. უცნობია მისი დაბადების თარიღი და ადგილი, მისი საქმიანობა ძვ. წ. 352 წლამდე, როდესაც იგი აირჩიეს მენსარების1 ხუთკაციან კოლეგიაში. ამ კოლეგიის მოვალეობა იყო შეესწავლათ მოქალაქეთა ვალები და ვადაგასული ვალები დაეფარათ. ამ კოლეგიის მუშაობა ძალიან კარგად შეაფასეს, როგორც ტიტუს ლივიუსი გვამცნობს, მათ ვალების პრობლემა შესანიშნავად გადაჭრეს.

[რედაქტირება] სამნიტებთან ომში გმირობა

I სამნიტური ომის დროს პუბლიუს დეციუსი იყო კონსულ ავლუს კორნელიუსის ლეგიონებში სამხედრო ტრიბუნი. აქ მან გმირობითა და გონების გამჭრიახობით გამოიჩინა თავი. კონსულმა სატიკულუმიდან გამოსვლისას ჯარები ტყიან მთებში შეიყვანა, საიდანაც მხოლოდ ვიწრო ხეობით შეიძლებოდა გამოსვლა, ხოლო ხეობის მაღლობებზე სამნიტები იყვნენ ჩასაფრებულნი.

პუბლის დეციუსმა შენიშნა მაღლობი ზუსტად მტრის ბანაკის თავზე, რომელიც სრულიად დაუცველი იყო. მან მიმართა კონსულს და სთხოვა მცირე რაზმის მისთვის მიცემა, რათა მათ დაეკავებინათ ეს შემაღლება და იქედან შეეტიათ სამნიტური ბანაკისთვის, სანამ კონსული გაიყვანდა ლეგიონებს სახიფათო ადგილიდან.

პუბლიუს დეციუსი ისე ავიდა შემაღლებაზე რომ სამნიტებმა ვერც კი შეამჩნიეს, ხოლო როდესაც შეამჩნიეს ისე გაოგნდნენ რომ კონსულის ჯარებმა მოახერხეს უსაფრთხო ადგილზე გასვლა, სანამ ყველას ყურადღება დეციუსისკენ იყო მიბყრობილი და სანამ დეციუსის ჯარისკაცები სამნიტებს შუბებით და ისრებით აკავებდნენ. ამასობაში დაღამდა. ღამით დეციუსმა და ცენტურიონებმა კარგად დაზვერეს მტრის ბანაკი და შემდეგ მან შეკრიბა ჯარისკაცები და შესთავაზა ამავე ღამეს ჩუმად გაპარულიყვნენ ბორცვიდან სამნიტების ბანაკის გავლით და შეერთებოდნენ კონსულის ლეგიონებს. ჯარისკაცები დათანვდნენ.

ჯარისკაცებმა ჩუმად გაიარეს ბანაკის ნახევარი, როდესაც ერთერთმა რომაემლა ფარს გამოკრა ფეხი და ხმაური გამოიწვია, რამაც სამიტელები გააღვიძა. დეციუსმა ბრძანა აეტეხათ ყვირილი, რათა დიდი ლაშქრის ილუზია შეექმნათ. ამ აურზაურში რომაელებმა გააღწიეს სამნიტების ბანაკიდან და მშვიდობიანათ შეუერთდნენ რომაელთა ბანაკს.

"milites Romani, este; uestrum iter ac reditum omnia saecula laudibus ferent; sed ad conspiciendam tantam uirtutem luce ac die opus est, nec uos digni estis quos cum tanta gloria in castra reduces silentium ac nox tegat; hic lucem quieti opperiamur."2

ბანაკში დეციუსს და მის რაზმს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მათ ბანაკში ტრიუმფალირი სვლა მოუწყვეს. კონსულმა აქო დეციუსის გმირობა. იმავე დღეს დეციუსის შესთავაზა დაბნეული სამნიტების საბოლოოდ დამარცხება. კონსულმა მოიწონა ეს აზრი და რომაელებმა სასტიკად გაჟლიტეს მიმოფანტული სამნიტები, 30 000-მდე მოკლეს და ბანაკი გაძარცვეს.

დეციუსის მეომრები კონსულმა გულუხვად დაასაჩუქრა, თითოს ორმაგი სანოვაგე, ორ-ორი ტუნიკა და თითო ხარი აჩუქა, ხოლო დეციუსს ოქროს გვირგვინი და თეთრი ხარი მოოქროვილი რქებით უბოძა, ჯარისკაცებმა კი ბალახის გვირგვინიც უბოძეს. ხოლო როდესაც კონსულები ტრიუმფით დაბრუნდნენ რომში, დეციუსს არანაკლები პატივი ხვდა წილად, ვიდრე მათ.

[რედაქტირება] ლათინებთან ომში თავის მსხვერპლად შეწირვა

ძვ. წ. 340 წელს პუბლიუს დეციუსი კონსულად აირჩიეს ტიტუს მანლიუს ტორკვატუსთან ერთად. მათ ამოცანას შეადგენდა ლათინების წინააღმდეგ ომის წარმართვა. რომაული და ლათინური ლეგიონები კაპუასთან დაბანაკდნენ. ღამით ორივე კონსულმა ერთი და იგივე სიზმარი ნახა, მათ გამოეცხადათ ღმერთი და უთხრა რომ ერთი ჯარის მხედართმთავარი და მეორე ჯარი ქვესკნელის ღმერთებს უნდა შეეწიროს მსხვერპლად.

კონსულები შეთანხმდნენ, რომ ის შეწირავდა თავს მხვერპლად, რომლის ჯარი პირველი დაიწყებდა დახევას. ამის შემდეგ მათ ლეგატები და ტრიბუნები გააფრთხილეს, რათა კონსულის ნებაყოფლობით დაღუპვას მეომართა სიმტკიცე არ გაეტეხა.

ბრძოლის წინ კონსულებმა მსხერპლშეწირვა მოაწყეს. მანლიუსის მსხვერპლი უკეთსი აღმოჩნდა ვიდრე დეციუსის, ამაზე დეციუსმა თქვა: "რადგან ჩემს კოლეგას კარგად წაუვა საქმე, ესე იგი ყველაფერი კარგადაა".

ბრძოლა დაიწყო. მანლიუსი მარჯვენა ფრთას უძღვებოდა, დეციუსი მარცხენას. თავიდან ორივე მხარეს ძალთა თანაფარდობა იყო, შემდეგ მარცხენა ფრთაზე რომაელებმა დახევა დაიწყეს. ამ დროს პუბლიუს დეციუსმა დაუძახა პონტიფიკუსს და სთხოვა შეესრულებინა მისივე მსხვერპლად შეწირვის რიტუალი. პონტიფიკუსმა მარკუს ვალერიუსმა ტოგა პრეტექსტა თავზე მოიხვია, შუბზე დადგა, ხელით ნიკაპს შეეხო და წარმოთქვა შესაბამისი ლოცვა.

"Iane, Iuppiter, Mars pater, Quirine, Bellona, Lares, Diui Nouensiles, Di Indigetes, Diui, quorum est potestas nostrorum hostiumque, Dique Manes, uos precor ueneror, ueniam peto feroque, uti populo Romano Quiritium uim uictoriam prosperetis hostesque populi Romani Quiritium terrore formidine morteque adficiatis. sicut uerbis nuncupaui, ita pro re publica [populi Romani] Quiritium, exercitu, legionibus, auxiliis populi Romani Quiritium, legiones auxiliaque hostium mecum Deis Manibus Tellurique deuoueo."3

ამის შემდეგ დეციუსმა მანლიუს გაუგზავნა ლიქტორები იმის გადასაცემად რომ იგი თავს მსხვერპლად წირავს, ამხედრდა ცხენზე და შეიჭრა მტრის რიგებში. მას ორივე ლაშქრობა კარგად ხედავდა ლათინები კი ამ საქციელმა დააფრთხო პირველ წუთებში, შემდეგ კი ისინი ერთიანად ეძგერნენ კონსულს.

რომაელებმა სძლიეს ლათინებს ვეზუვისთან ბრძოლაში. იმ საღამოს პუბლიუს დეციუსის ცხედრის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, იგი მხოლოდ მეორე დილას იპოვეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

[რედაქტირება] წყაროები

[რედაქტირება] შენიშვნები

[რედაქტირება] იხ. აგრეთვე

სხვა ენებზე
Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu