რესკინი, ჯონ
ვიკიპედიიდან
ჯონ რესკინი (John Ruskin; *8 თებერვალი, 1819 – 20 იანვარი, 1900), ინგლისელი მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი. რესკინის რომანტიკულმა პროტესტმა თანამედროვე საზოგადოების მიმართ განაპირობა მის მიერ შუა საუკუნეების სტილისტიკური და მხატვრული ფორმების აღორძინების მცდელობა. იგი იყო პრერაფაელიტების საძმოს იდეოლოგი. რესკინის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები გამოირჩევიან დახვეწილი სამწერლო და პოეტური ტექნიკით, უზადო სტილითა და თხრობის თავისებური მანერით.