რუმელია
ვიკიპედიიდან
სახელწოდება რუმელია (თურქ.: Rumeli, აღმ. რომაული ან ბიზანტიის იმპერია) ერქვა მე-15 საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში მყოფი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილს. თუმცა თავად სიტყვა "რუმელი" ნიშნავს "რომაელთა მიწას" და მიანიშნებს აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე; შესაბამისად მე-11 და მე-12 საუკუნეების განმავლობაში ამ სახელით მოიხსენიებოდა ანატოლიაც, ვინაიდან ეს მიწაც აღმოსავლეთ რომისგან იქნა წართმეული.
რუმელიას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ბულგარეთი, დასავლეთით ალბანეთი და სამხრეთით მორეა, ანუ უძველესი პროვინციები, კონსტანტინეპოლისა და თესალონიკის ჩათვლით, თრაკეასა და მაკედონიაში. სახელწოდება უფრო ზუსტად აღნიშნავდა ცენტრალური ალბანეთისა და დასავლეთ მაკედონიისგან შემდგარ პროვინციას, რომლის მთავარი ქალაქი მონასტირი იყო. 1870-1875 წლების ადმინისტრაციული ცვლილებების გამო სახელის ასოციაცია რაიმე პოლიტიკურ დანაყოფთან შეწყდა. აღმოსავლეთ რუმელია ოსმანთა იმპერიის ავტონომიური პროვინცია გახდა 1878 წელს დადებული ბერლინის ზავის მიხედვით, თუმცა 1885 წლის 18 სექტემბერს უსისხლო რევოლუციის შედეგად ის ბულგარეთს შეუერთდა.
ამჟამად სიტყვა "რუმელი" თურქეთის ევროპული ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება (ედირნის, კირკლარელის, ტეკირდაგისა და დასავლეთ სტამბოლის პროვინცეიბი).