18 სექტემბერი
ვიკიპედიიდან
<< | სექტემბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | ||||||
2007 |
18 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 261-ე დღე (ნაკიან წლებში – 262-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 104 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 96 : ნერვა რომის იმპერატორად გამოცხადდა დომიციანეს მკვლელობის შემდეგ.
- 323 : კონსტანტინე დიდი ანადგურებს ლიცინიუსს ქრისოფილის ბრძოლაში და რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი ხდება.
- 1180 : ფილიპ ავგუსტუსი საფრანგეთის მეფე ხდება.
- 1502 : ქრისტეფორე კოლუმბი კოსტა-რიკაზე დგამს ფეხს მის მეოთხე, ბოლო მოგზაურობაში.
- 1635 : იმპერატორი ფერდინანდ II საფრანგეთს ომს უცხადებს.
- 1739 : ბელგრადის ხელშეკრულებით ბელგრადი ოსმალეთის იმპერიას გადაეცა.
- 1789 : ამერიკის მთავრობა პირველ სესხს იღებს - $191.608,81 დოლარს.
- 1793 : კაპიტოლიუმის შენობის პირველი ქვაკუთხედი ჩაიდო ჯორჯ ვაშინგტონის მიერ.
- 1809 : სამეფო ოპერის თეატრი იხსნება ლონდონში.
- 1810 : მთავრობის პირველი ხუნტა განხორციელდა ჩილეში - პირველი ნაბიჯი ქვეყნის ესპანეთისგან განთავისუფლებაში.
- 1812 : მოსკოვის ხანძარმა ქალაქის შენობათა 90% და 1.000 ეკლესია გაანადგურა.
- 1830 : ბალტიმორში ჩატარებულ შეჯიბრში ცხენმა პირველ ლოკომოტივს აჯობა სიჩქარეში.
- 1851 : ნიუ-იორკ დეილი ტაიმი, რომელიც მოგვიანებით ნიუ-იორკ ტაიმსი გახდა, გამოდის
- 1885 : მასობრივი არეულობა დაიწყო მონრეალში სავალდებულო წითელას აცრის გამო ატეხილი პროტესტის შედეგად.
- 1906 : ტაიფუნით გამოწვეულმა ცუნამიმ ჰონკონგში 10.000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 1910 : ამსტერდამში 25.000-იანი მანიფესტაცია მოაწყვეს მამაკაცთა და ქალთა საერთო საარჩევნო უფლების მოთხოვნით.
- 1919 : ნიდერლანდებში ქალებს საყოველთაო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცათ.
- 1922 : უნგრეთი ერთა ლიგაში გაწევრიანდა.
- 1934 : სსრკ ერთა ლიგის წევრი გახდა.
- 1943 : მმო - მინსკის ებრაელები დახოცეს სობიბორთან.
- 1945 : გენერალი დუგლას მაკართურს საკუთარი საკომანდო შტაბბინა ტოკიოში გადააქვს.
- 1960 : ფიდელ კასტრო ნიუ-იორკში ჩამოდის, როგორც გაეროში კუბის დელეგაციის მეთაური.
- 1962 : რუანდა, ბურუნდი და იამაიკა გაეროს წევრები გახდნენ.
- 1973 : აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანიები გაეროს წევრები გახდნენ.
- 1976 : მაო ძედუნის დაკრძალვა პეკინში.
- 1982 : ქრისტიანული მილიცია ლიბანში 600 პალესტინელ ლტოლვილს ხოცავს.
- 1987 : აშშ და სსრკ ბირთვული ქობინების ერთობლივ განდადგურების შესახებ აცხადებენ.
- 1990 : ლიხტენშტაინი გაეროს წევრი ხდება.
- 1997 : აშშ-ის მედია-მაგნატი ტედ ტერნერი გაეროს 1 მილიარდ დოლარს სწირავს.
- 1997 : უელსელი ამომრჩევლები 50.3%-ით უელსის ავტონომიაზე რეფერნდუმში თანხმობას აცხადებენ.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 53 : ტრაიანე - რომის იმპერატორი
- 1752 : ლეჟანდრი, ადრიან მარი - ფრანგი მათემატიკოსი
- 1761 : გრიგორ XVI - რომის პაპი
- 1786 : ქრისტიან VIII - დანიის და ნორვეგიის მეფე
- 1905 : გარბო, გრეტა - შვედი-ამერიკელი მსახიობი
- 1908 : ამბარცუმიანი, ვიქტორ - სომეხი ასტროფიზიკოსი
- 1923 : რუმინეთის დედოფალი ანა
- 1961 : განდოლფინი, ჯეიმს - ამერიკელი მსახიობი (სოპრანოს კლანი)
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 96 : დომიციანე - რომის იმპერატორი
- 1180 : ლუი VII - საფრანგეთის მეფე
- 1598 : ტოიოტომი ჰიდეიოსი - ფეოდალური იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი
- 1783 : ეილერი, ლეონარდ - შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი
- 1807 : სმუგლევიჩი, ფრანცისკ - პოლონელი მხატვარი
- 1911 : სტოლიპინი, პეტრე არკადის ძე - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ მინისტრი
- 1961 : ჰამარშელდი, დაგ ილმარ - შვეციის სახელმწიფო მოღვაწე
- 1927 : ტოკუტომი როკა - იაპონელი მწერალი
[რედაქტირება] დღესასწაულები
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |