საქართველოს ნაციონალური ჰიმნი
ვიკიპედიიდან
საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“ , შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
[რედაქტირება] ტექსტი
- ჩემი ხატია სამშობლო,
- სახატე მთელი ქვეყანა,
- განათებული მთა-ბარი,
- წილნაყარია ღმერთთანა.
- თავისუფლება დღეს ჩვენი
- მომავალს უმღერს დიდებას,
- ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
- და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
- დიდება თავისუფლებას,
- თავისუფლებას დიდება.