სეპუკუ
ვიკიპედიიდან
სეპუკუ (იაპ.: 切腹, "მუცლის-ჭრა" ) იაპონური თვითმკვლელობის რიტუალია მუცლის გამოტვიფრით. ასევე ცნობილია ტერმინით ჰარაკირი (腹切り) და იწერება იმავე კანჯით, როგორც სეპუკუ, ოღონდ შებრუნებით. ჰარაკირი იაპონურში უფრო კოლოქვიალურია და ვულგარულ ფორმად ითვლება. სეპუკუს მეშვეობით თვითმკვლელობის პრაქტიკა ბატონის (იერარქიით მაღლა მდგომის) თანდასწრებით ცნობილია როგორც ოიბარა (追腹 ან 追い腹); რიტუალი იგივეა.