სუაჰილი
ვიკიპედიიდან
სუაჰილი, ერთაშორის ურთიერთობის ენა აღმოსავლეთ აფრიკაში, მიეკუთვნება ბანტუს ჯგუფის ენებს. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 20 მლნ, მათ შორის მშობლიურია 2 მლნ ადამიანისათვის.
- ენის კოდი: sw
- სახელწოდება: sw - Kiswahili; en - Swahili; eo - Suahela
- დამწერლობა: ლათინური
სუაჰილი სავარაუდოდ ჩამოყალიბდა IX-XI სს-ში, ბანტუს ადგილობრივი ენების კრეოლიზაციისა და სტრუქტურული გამარტივების შედეგად, რომელზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა არაბულმა ენამ. XIX ს-დან მან აფრიკის კონტინენტზე შეაღწია და ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ფორმებით - ნაციონალური ვარიანტები, დიალექტები, პიჯინიზირებული ფორმები. სუაჰილის კლასიკური ლიტერატურული ძეგლები XVIII ს-ით თარიღდება.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
სუაჰილის გავრცელების პირველადი არეალი იყო ზანზიბარის, პემბას, მაფიას და კომორის კუნძულების მიმდებარე ვიწრო სანაპირო ზოლი, ხოლო მისი მატარებლები იყვნენ ამ რეგიონის ისლამიზირებული აფრო-არაბული მოსახლეობა.
[რედაქტირება] გრამატიკა
…
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Habari, bwana; Habari, bibi
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Karibu; Karibu nyumbani
- გმადლობთ - Asante; Asante sana
- კი / არა - Ndiyo; Sawa / Hapana; A-a
- გეთაყვა - Tafadhali; Tafadhalini
- ნახვამდის - Kwaheri
რიცხვები
- 1 - moja, 2 - mbili, 3 - tatu, 4 - nne, 5 - tano, 6 - sita, 7 - saba, 8 - nane, 9 - tisa, 10 - kumi