ფელპსი, ედმუნდ
ვიკიპედიიდან
ედმუნდ ფელპსი (Edmund S. Phelps; 26 ივლისი, 1933, ივანსტონი, ილინოისი) — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში 2006 წელს "ინტერტემპორალური გაცვლის ანალიზისთვის მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში". ამჰერსტის კოლეჯის ბაკალავრი (1955), იელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი (1959). იელის პროფესორი (1958-66), პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი (1966-71) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი 1971 წლიდან. საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოების პრეზიდენტი (1983-84). "კეინსის შემდეგ ასი უდიდესი ეკონომისტის" სიაში შედის მ. ბლაუგის თანახმად.