ჯვარი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, წალენჯიხის რაიონში. მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირას, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 280 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 4,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები.