ჰაქსლი, ჯულიან სორელ
ვიკიპედიიდან
ჰაქსლი, ჯულიან სორელ (* 22 ივნისი, 1887, ლონდონი ― † 14 თებერვალი, 1975), ინგლისელი ბიოლოგი, ფილოსოფოსი, ევოლუციის თანამედროვე სინთეზური თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1938). დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1909). სამეფო კოლეჯის (ლონდონი) ზოოლოგიის პროფესორი (1925-1935). მისი ძირითადი შრომები ეხება ევოლუციის, ექსპორტული ემბრიოლოგიის, ეთიკის ზოგად საკითხებს. 1946-1948 წლებში იყო იუნესკო-ს პირველი გენერალური-დირექტორი.