ვიკიპედიიდან
13 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-13 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 352 დღე (ნაკიან წელში - 353).
- ძვ. წ. 27 : რომის სენატის დადგენილების ოქტავიანეს მიენიჭა იმპერატორის, ავგუსტუსის და პრინცეპსტის წოდებები. ეს დღე რომის იმპერიის დაბადების დღეთ ითვლება.
- 1847 : კაუენგას ტრაქტატით დასრულდა მექსიკა-აშშ-ს ომი კალიფორნიაში.
- 1559 : ელისაბედ I-ის ინგლისის დედოფლად კურთხევის ცერემონია შედგა ვესტმინსტერის სააბატოში.
- 1602 : უილიამ შექსპირის "უინძორის მხიარული ცოლები" გამოიცა.
- 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის მეოთხე მთვარე "კალისტო" აღმოაჩინა.
- 1782 : მანჰაიმში შედგა პრემიერა ფრიდრიხ შილერის დრამისა "ყაჩაღები"
- 1830 : ახალი ორლეანის დიდი ხანძარი დაიწყო.
- 1873 : სანქტ-პეტერბურგში შედგა პრემიერა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერისა "მაისის ღამე" (რუს. «Майская ночь»)
- 1898 : ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ გამოაქვეყნა თავისი წერილი "დრეიფუსის საქმე".
- 1910 : ოპერის ტრანსლაცია განხორციელდა პირველად რადიოთი - ენრიკო კარუზოს შესრულებით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის თეატრიდან.
- 1915 : მიწისძვრამ ავეძანოში, იტალია, 29.800 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1930 : მიკი მაუსის კომიქსი გამოჩნდა პირველად.
- 1934 : საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი შემოიღეს.
- 1938 : ინგლისის ეკლესიამ ევოლუციის თეორია მიიღო.
- 1942 : ჰენრი ფორდმა დააპატენტა პლასტმასის ავტომანქანა, რომელიც ჩვეულებრივზე 30%-ით ნაკლებს იწონიდა.
- 1953 : მარშალი იოზიპ ტიტო იუგოსლავიის პრიზედნეტი გახდა.
- 1963 :პუტჩისტებმა მოჰკლეს ტოგოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სილვანუს ეპიფანიო ოლიმპიო
- 1968 : ჯონი კეში მის განთქმულ ალბომს სწერს ცოცხალი შესრულებით ფოლსომის საშტატო საპყრობილედან.
- 1986 : ჩრდილოეთ იემენში დაიწყო სამოქალაქო ომი
- 1991 : ღამით 12 იანვრიდან 13 იანვარს (ვილნიუსის სისხლიანი კვირა) საბჭოთა ომონის რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ვილნიუსში (ლიტვა). ამ ძალადური ოპერაციის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი უიარაღო დამცველები 14 ადამიანი და 1000-ზე დაშავდა.
- 1993 : ერიხ ჰონეკერი (გერმანია) თავის მეუღლესთან ერთად გადასახლდა საცხოვრებლად ჩილეში
- 1334 : ანრი II - კასტილიის მეფე.
- 1562 : ბოიდი, მარკ ალექსანდრე - შოტლანდიელი პოეტი
- 1862 : ფრონელი - ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
- 1864 : ვაინი, ვილჰელმ - გერმანელი ფიზიკოსი
- 1948 : გაჯ სინგჰი - მაჰარაჯა
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- ძვ. წ. 85 : გაიუს მარიუსი - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე
- 858 : ეთელვულფი - ესექსის მეფე
- 888 : კარლოს მსუქანი - საღვთო რომის იმპერატორი
- 1177 : ჰენრიხ II - ავსტრიის მეფე
- 1330 : ფრიდრიხ I - ავსტრიის მეფე
- 1766 : ფრიდრიხ V - დანიის მეფე
- 1941 : ჯოისი, ჯეიმზ - ირლანდიელი მწერალი.
- 1988 : ჩანგ ჩინგ-კუო - ჩინეთის პრეზიდენტი
- ლიტვა : თავისუფლების დამცველთა დღე (1991).
სხვა თვეები: