ვიკიპედიიდან
15 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-15 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 350 დღე (ნაკიან წელში - 351).
- ძვ. წ. 588 ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმს ალყა შემოარტყა. ალყა ძვ. წ. 586 წლის 18 ივლისამდე გაგრძელდა.
- 1535 : ინგლისის მეფე ჰენრიხ მე-8 ანგლიკანური ეკლესიის მეთაური გახდა.
- 1559 : ელისაბედ I ინგლისის დედოფლად აკურთხეს ვესტმინსტერის სააბატოში.
- 1582 : რუსეთმა ლივონია და ესტონეთი პოლონეთს დაუთმო.
- 1759 : ბრიტანეთის მუზეუმი გაიხსნა.
- 1870 : პოლიტიკურ შარჟში აშშ-ის დემოკრატიული პარტია პირველად იყო გამოსახული ჯორის სახით ("ცოცხალი ჯორი წიხლს ურტყამს მკვდარ ლომს" თომას ნასტის მიერ ჰერპერ უიკლისთვის).
- 1885 : უილსონ ბენტლიმ თოვლის ფიფქის პირველი ფოტოსურათი გადაიღო.
- 1892 : ჯეიმს ნასმითმა კალათბურთის წესები გამოიაქვეყნა.
- 1919 : როზა ლუქსემბურგი და კარლ კიბკნეხტი, გერმანიის ორი ყველაზე აქტიური სოციალისტი, წამებით მოკლეს ფრაიკორპსებმა.
- 1943 : მმო : საბჭოთა კონტრშეტევა იწყება ვორონეჟთან.
- 1943 : მსოფლიოს უდიდესი საოფისე შენობა - პენტაგონი - გაიხსნა არლინგტონში, ვირჯინია.
- 1966 : პირველი სამხედრო გადატრიალება ნიგერიაში.
- 1969 : საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე გაუშვა სოიუზ-5.
- 1970 : მუამარ კადაფი ლიბიის პრემიერად გამოცხადდა.
- 1975 : პორტუგალიამ ანგოლას დამოუკიდებლობა უბოძა.
- 1992 : საერთაშორისო თანამეგობრობამ ცნო სლოვენიისა და ხორვატიის დამოუოკიდებლობა იუგოსლავიისგან.
- 2001 : ვიკიპედია, თავისუფალი ვიკიპროექტი, ინტერნეტში გავიდა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1919 : ლუქსემბურგი, როზა - საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
- 1919 : ლიბკნეხტი, კარლ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
- აშშ : მარტინ ლუთერ კინგის დღე (1948).
- მოლდოვა : მიჰაი ემინესკუს ხსოვნის დღე.
სხვა თვეები: