Meddle
ვიკიპედიიდან
Meddle ჯგუფის პინკ ფლოიდი მეექვსე სტუდიური სოლო-ალბომია. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1971 წლის 30 ოქტომბერსს.დისკი ჩაიწერა სხვადასხვა სტუდიაში, საკონცერტო ტურის მსვლელობასთან ერთად, 1971 წლის იანვარ-აგვისტოში.
სექციების სია |
[რედაქტირება] უცნაური სახელწოდება
როგორც ეტყობა, ალბომის სახელწოდება (რომელიც არ ითარგმნება) არის ორი სიტყვის - to meddle (ჩარევა) და medal (მედალი) სინთეზი.ამრიგად, ალბომის სახელწოდება დაახლოებით აღნიშნავს მედალი ჩარევისათვის.
[რედაქტირება] სიმღერები
- "One of These Days" – 5:57
- "A Pillow of Winds" – 5:10
- "Fearless" – 6:08
- "San Tropez" – 3:43
- "Seamus" – 2:15
- "Echoes" – 23:31
[რედაქტირება] ჯგუფი
- როჯერ უოტერსი - ბასი, გიტარა, ვოკალი სიმღერაში San Tropez, ფირის ეფექტები და დამატებითი გიტარები
- დევიდ გილმორი - ვოკალები, გიტარა, ბასი
- რიჩარდ რაიტი - კლავიშები, ვოკალები, ფირის ეფექტები
- ნიკ მეისონი - დასარტყამები, პერკუსია, ფირის ეფექტები და ვოკალური ფრაზა კომპოზიციაში One of These Days
[რედაქტირება] ალბომი
ალბომზე მუშაობა დაიწყო კომპანიის EMI ცნობილ სტუდიაში ები როუდზე, სადაც ჩაიწერა ჯგუფის სხვა ალბომები.პროექტის ცენტრალური თემის ძიებაში, ჯგუფმა გადაწყვიტა უბრალოდ ინდივიდუალურად სხვადასხვა სიმღერებზე მუშაობა, როგორც ეს ალბომზე Ummagumma მუშაობისას ხდებოდა.თუმცა ამჯერად ჯგუფი უფრო დიდი ინტერესით მუშაობდა ერთობლივ პიესაზე, ვიდრე სოლო-კომპოზიციებზე.ექსპერიმენტის, რომელიც დაფუძნებული იყო ლესლის ფირმის გამაძლიერებელში გატარებული ფორტეპიანოზე აღებულ ნოტზე, სახელწოდება იყო Echoes სამწუხაროდ, სტუდია კვლავ იყო აღჭურვილი 8-არხიანი ტექნიკით, რაც გამოუდეგარი იყო ჯგუფისთვის.ამიტომაც მათ იმუშავეს სხვა სტუდიებში (AIR და Morgan) და უკეთეს ტექნიკაზე ჩაწერეს გრძელი პიესა. ალბომზე მუშაობისას დაიწერა კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც ეწოდა "The Dark Side of the Moon", მოგვიანებით მას "Brain Damage" დაერქვა და შევიდა პინკ ფლოიდის ალბომში The Dark Side of the Moon.ასევე არსებობს კომპოზიციის One of These Days ორი დემო-ვერსია, რომლებიც იშვიათი ჩანაწერების დისკებშია შეტანილი.ერთ-ერთ მათგანში უცნაურად დამონტაჟებულია რადიოწამყვან ჯიმი იანგის საუბარი.