One of These Days
ვიკიპედიიდან
"One of These Days" არის ჯგუფის პინკ ფლოიდი 1971 წლის ალბომის Meddle პირველი კომპოზიცია. ფრაზა "One of these days, I'm going to cut you into little pieces" (ხმა ნიკ მეისონს ეკუთვნის) არის სწრაფი ტემპით ჩაწერილი, მაგრამ შემდგომში ეს ხმა შეანელეს და ხმამ უცნაური ეფექტი შეიძინა, რომელიც იდეალურად ერწყმის კომპოზიციის დაძაბულ განწყობას.
კომპოზიცია იწყება ქარის ხმით, რომლის იმიტირებაც სტუდიური საშუალებებით მოახდინეს. ორი ბას-გიტარიდან ერთ-ერთის ხმა უფრო დაწეულია. გილმორის თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ინსტრუმენტს ძველი სიმები ჰქონდა და, როდესაც მათ გააგზავნეს ერთ-ერთი მენეჯერი სიმების საყიდლად, მან ამჯობინა მეგობარ გოგონასთან ერთად გასეირნება. სატელევიზიო ეთერისათვის აგრეთვე დამზადდა ვიდეოკლიპი, რომელშიც მუსიკას ფონად ადევს ანიმაციური მომენტები, ადამიანების ცეკვებით.
კომპოზიციასთან არის დაკავშირებული რადიოწამყვანის ჯიმი იანგის ისტორია, რომელიც არ მოსწონდა ჯგუფს მისი საუბრის მანერის გამო. 1970-იანებში ისინი იყენებდნენ ხოლმე მისი გადაცემების კოლაჟებს, კონცერტებზე, მაყურებლის გასართობად.
სიმღერის სარეკლამო სინგლი შეზღუდული რაოდენობით გამოიცა შტატებში და ბრიტანეთში, 1971 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.